სოფელ უდაბნოს მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველო, თბილისი - 15:57 | 23.06.2016
ნანახია: 1315

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. კომპანიის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო.

პროექტი სადაწნეო მაგისტრალის მშენებლობას, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, საქლორატოროსა და ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

სოფელ უდაბნოს მოსახლეობას  ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას ასეულობით მეტრის გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ უდაბნოშიწლების განმავლობაში არსებული რობლემა საბოლოოდ მოგვარდება და 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.სამსენებლო სამუსაოები2016 წლის ივლისში დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე