შშმ პირების სოციალური დახმარების პაკეტი 20 ლარით იზრდება

საქართველო, თბილისი - 15:43 | 23.06.2016
ნანახია: 2886

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს სოციალური დახმარების პაკეტის ოდენობა გაეზრდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სოციალური პაკეტის ოდენობა ახლა 160 ლარია,  ხოლო 1 ივლისიდან 180 ლარი გახდება.

დადგენილება, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება, მთავრობის სხდომას მომავალ კვირაში წარედგინება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე