გიგანტური უძველესი ვირუსი ”ფერფლიდან აღდგა”

საქართველო, თბილისი - 12:38 | 11.10.2015
ნანახია: 2073

მეცნიერები აცხადებენ, რომ დაბრუნდა უძველესი ვირუსი, რომელიც 30 000 წელია დავიწყებულია. ფრანგი მეცნიერების მტკიცებით, ეს ვირუსი არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანებისა და ცხოველებისთვის, მაგრამ არსებობს სხვა ვირუსების წარმოქმნის რისკი, რადგან დედამიწა ყინულისგან თავისუფლდება. კვლევები გამოქვეყნებულია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებში

საფრანგეთის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის პროფესორი ჟან-მიშელ კლავერი აცხადებს: `ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაყინული ვირუსი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს~.

უძველესი ვირუსი გაყინული მიწის 30 მეტრის სიღრმეში იყო დამარხული.

მას Pithovirus sibericum -ს უწოდებენ და განეკუთვნება გიგანტური ვირუსების კლასს, რომლებიც ათი წლის წინათ აღმოაჩინეს. ეს ვირუსები, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა მიკროსკოპის ქვეშ შეიძლება. მისი სიგრძე 1.5 მიკრომეტრია და არის ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. მისი აქტივობის ბოლო დღე დაახლოებით 30 000 წლის წინათ იყო, მაგრამ ლაბორატორიაში ის კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ის ამარცხებს ამებას, ერთუჯრედიან ორგანიზმს, მაგრამ არანაირად არ ახდენს გავლენას ადამიანსა და ცხოველზე.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ უფრო სასიკვდილო პათოგენები შეიძლება ციმბირში დაფიქსირდეს. მეცნიერების აზრით, სწორედ ამ რეგიონს ემუქრება საფრთხე. 1970 წლიდან მარადი გაყინულობის სისქე მცირდება. კლიმატის ცვლილების პროგნოზი წინასწარმეტყველებს მის შემდგომ შემცირებას.

პროფესორი კლავერი შიშობს, რომ ღრმა ფენების გალღობამ შეიძლება ახალი ვირუსული საშიშროება გააჩინოს.

მისი თქმით: `თუ თქვენ დაიწყებთ სამრეწველო სამუშაოებს, ბურღვასა და წიაღისეულის მოპოვებას, ეს შეიძლება გახდეს სერიოზული კატასტროფის მიზეზები, როცა უფრო ღრმა ფენები ამოვა ზედაპირზე~.

`ყვავილის ვირუსის უძველესი შტამი, რომელიც 30 წლის წინათ `განადგურდა~, შეიძლება ჯერ კიდევ საშიში იყოს~, _ დასძენს პროფესორი. თუ ეს ყველაფერი მართალია და ვირუსებს შეუძლია საშინელი სიურპრიზები მოგვიმზადოს, მაშინ დედამიწის ზედაპირზე აღმოუფხვრელი ყვავილი _ ეს მხოლოდ დასაწყისია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე