გარდაცვლილი სამხედროების შვილებს „ციცინათელამ“ უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 20.06.2016
ნანახია: 1244

გასართობმა პარკმა "ციცინათელამ" მეათე საიუბილეო სეზონის გახსნაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს და ოჯახის წევრებს III ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად უმასპინძლა.

შეკვეთილში მდებარე პარკში რამდენიმე ახალი ატრაქციონი წლევანდელ სეზონზე, პირველად, სწორედ, გმირების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამოქმედდა. გასართობმა ცენტრმა სტუმრებს ანიმატორებთან ერთად საინტერესო შოუც შესთავაზა.

პატარა სტუმრებს კომპანია "ბარამბოს" მიერ მომზადებული სპეციალური საჩუქრები თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა მაია ქავთარაძემ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა თევდორაძემ გადასცეს.

პარკ "ციცინათელაში" ღონისძიების დასრულების შემდეგ გმირების შვილებს და ოჯახის წევრებს III ქვეით ბრიგადაში ვახშმით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიება საქართველოს ერთიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე