სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 19.06.2016
ნანახია: 1402

სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილისა და ლილოს დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებია  მაისურაძის ქუჩაზეც. პროექტის მიხედვით, ხორციელდება ასფალტის საფარისა და გარე განათების ბოძების განახლება და  მოწყობა. გარდა ამისა, გამოიცვალა ვარკეთილის მეურნეობის  ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი. 

სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს არსებულ  პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„მიმდინარეობს სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი. რამდენიმე ქუჩაზე იგება ასფალტის ახალი საფარი, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ  სამგორში საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. მომავალი საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, დაფინანსება გაიზრდება, რომ რაიონი უფრო მეტად მოწესრიგდეს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე კახეთის გზატკეცილისა და ლილოს დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც  აღნიშნულ მონაკვეთზე, ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. გარდა ამისა, საბოლოოდ მოგვარდა წყალმომარაგების პრობლემა,  მოსახლეობა წყალს 24 საათიან  რეჟიმში, შეუფერხებლად მიიღებს.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მაისურაძის ქუჩაზეც. პროექტი გულისხმობს როგორც ასფალტის საფარის, ასევე,  გარე განათების ბოძების განახლებასა და მოწყობას.   

გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვარკეთილის მეურნეობის  ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელს.  შეიცვალა მაგისტრალური მილი და დამონტაჟდა ახალი ევროპული სტანდარტის ურდული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე