ცესკო უსკოს წარმომადგენლებთან 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ორგანიზებაზე მსჯელობს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 19.06.2016
ნანახია: 1425

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრებზე, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ორგანიზებაზე მსჯელობენ.

ორივე არჩევნებისთვის პროცესების ერთობლივი მართვისა და საქმიანობის კოორდინირების საკითხებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უსკოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. შეხვედრებში, ასევე მონაწილეობენ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.

არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელი ტექნიკური საკითხები, საკანონმდებლო პროცედურები, არსებული საჭიროებები და გამოწვევები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ცესკოს ხელმძღვანელი პირები უსკოს თავმჯდომარესა და წევრებთან ერთად მსჯელობენ.

ცესკოსა და უსკოს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე