ქვემო ალვანში ვეტერინალური ცენტრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 09:55 | 17.06.2016
ნანახია: 1364

დაცული ტერიტორიების საააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა სოფელ ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გახსნა.ცენტრი იმ მეცხვარეებისთვის აშენდა,  რომლებიც საძოვრებად ვაშლოვანის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს იყენებენ.

ვეტერინარული ცენტრი ვეტ. აფთიაქსა და მობილურ ვეტერინალურ მომსახურებას აერთიანებს და ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი. ამ ეტაპზე ცენტრი 5 000 ცხვარს მიიღებს, მის ოპერირებას კი კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია მოახდენს.

თუში მეცხვარეებისთვის ვეტერინარული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ - ფარგლებში, ასოციაციების მართვის ცენტრთან (AMC) პარტნიორობით მოეწყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე