საქართველოს მთავარ პროკურატურას სამუშაო ვიზიტით სომხეთის დელეგაცია ეწვია

საქართველო, თბილისი - 18:24 | 16.06.2016
ნანახია: 1454

საქართველოს მთავარ პროკურატურას სამუშაო ვიზიტით სომხეთის გენერალური პროკურატურის დელეგაცია ეწვია. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან - მამუკა ვასაძესთან, გიორგი გოგაძესთან და გიორგი გაბიტაშვილთან ერთად სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილეს ემილ ბაბაიანს, ადმინისტრაციის უფროსს   ამაიაკნავასარდიანს, პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს არმენ  სირეკანიანს და საჯარო სექტორის მოდერნიზაციის პროექტის დირექტორს აგარონ მკრტიჩიანს  შეხვდა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძე სომხეთის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურისპრიორიტეტებსა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.  სტუმრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილი ელექტრონული საგამოძიებო პროგრამის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.

სომხეთის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გაიმართება შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე