კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 18:21 | 16.06.2016
ნანახია: 1323

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 2 469 049 23 ლარია.

უკვე დასრულებულია სასტუმროს შენობის, საჭიდაო შეჯიბრებისთვის წრიული დარბაზის, სავარჯიშო სპორტ-დარბაზისა და ფიტნეს დარბაზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საქვაბის, საპირფარეშოებისა და კალათბურთის დარბაზის ლესვითი სამუშაოები.

სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის და საწყისში დაიწყო და დასკვნით ფაზაშია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე