ჰილარი კლინტონი "დემოკრატიული პარტიის" უალტერნატივო კანდიდატი გახდა

საქართველო, თბილისი - 18:16 | 15.06.2016
ნანახია: 2453

ჰილარი კლინტონმა ბოლო პრაიმერიზი მოიგო და დემოკრატიული პარტიის უალტერნატივო კანდიდატი გახდა. შიდაპარტიული არჩევნები ვაშინგტონში ჩატარდა. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მხარდამჭერთა ხმების 80 პროცენტი მოაგროვა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰილარი კლინტონი თავის კონკურენტს, ბერნი სანდერს შეხვდა, რომელმაც პრაიმერიზში გამარჯვების მიუხედავად ჰილარი კლინტონს ოფიციალურად მხარი არ დაუჭირა, თუმცა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატის დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე