მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი სომხეთში

საქართველო, თბილისი - 09:47 | 15.06.2016
ნანახია: 1989

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უნიმა სომხეთის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

25-29 ივნისს, სომხეთის ქალაქებში სტეფანავანსა და ერევანში მიმდინარე ფესტივალში „მშვიდობა და სიხარული ბავშვებს“ მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლით „მზის სხივი“ წარდგება.

„მზის სხივი“ თოჯინური სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ბესო კუპრეიშვილმა დადგა რუმინელი მწერლის ანრი პოპესკუს რომანტიკული ზღაპრის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს „ მზის სხივი“  სომხეთის ქალაქ ვანაძორს სტუმრობდა, სადაც თუმანიანის მეათე საერთაშორისო საბავშვო თეატრების ფესტივალში „ ზღაპრების დღე“ სპეციალური დიპლომით აღინიშნა.  

სომხეთში მოზარდმაყურებელთა თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე