მოზარდ მაყურებელთა თეატრის პრემიერა გორში

საქართველო, თბილისი - 17:45 | 14.06.2016
ნანახია: 2345

21 ივნისს, კომედიის ფესტივალის ფარგლებში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის პრემიერა შედგება.

რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი წარმოადგენს უილიამ შექსპირის კომედიას  „აურზაური არაფრის გამო „, რომელსაც დიდ რეჟისორს და პედაგოგს ლილი იოსელიანის ხსოვნას უძღვნის.

რეჟისორი შექსპირის საყვარელ ხერხს მიმართავს: გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს, კინკლაობენ, იბრძვიან ტექსტებისთვის , „ ითავისებენ სახეებს“, რასაც სპექტაკლში მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმური ინტრიგა შემოაქვს.

ორ მოქმედებიანი კომედიის თარგმანი გივი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, სპექტაკლის მხატვარია ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის, ქორეოგრაფია გია მარღანიას.

წარმოდგენაში გამოყენებულია ნაწყვეტები უილიამ შექსპირის პიესებიდან და უილიამ გიბსონის პიესიდან „ მსახიობთა ძახილი“.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნიკოლოზ ფაიქრიძე, ვანო დუგლაძე, გიორგი ჯიქურიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, დავით ხახიძე, თორნიკე ქინქლაძე, ვახტანგ ნოზაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, ნინო არჩაია, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ნინო მუმლაძე, სალომე წურწუმია, თამარ ტყემალაძე.

გაწეული დახმარებისთვის თეატრი  მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

გორის შემდეგ, 23 ივნისს , სპექტაკლის „ აურზაური არაფრის გამო“ პრემიერის მასპინძელი იქნება საგარეჯო, ხოლო 2 ივლისს ქალაქი რუსთავი.

უილიამ შექსპირის კომედიის პრემიერას „ აურზაური არაფრის გამო“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი შემოდგომაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე