საბერძნეთმა ჰოლანდია დაამარცხა - საქართველო ფლეი ოფშია

საქართველო, თბილისი - 16:45 | 11.09.2015
ნანახია: 2679

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა ჰოლანდია 68:65 დაამარცა. შედეგად საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებული გუნდისთვის საბერძნეთის წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვება მაკედონიასთან და მასპინძელ ხორვატიის ნაკრებთან მოიპოვეს . 

მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტვის ნაკრები იქნება. შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე