ანგელა მერკელი მზად არის, თურქეთთან კომპრომისზე წავიდეს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 13.06.2016
ნანახია: 1578

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მზად არის, თურქეთთან კომპრომისზე წავიდეს და თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დათანხმდეს იმის მიუხედავად, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph გერმანიაში დიდი ბრიტანეთის ელჩზე სებასტიან ვუდზე დაყრდნობით წერს.

როგორც ბრიტანული გამოცემა აცხადებს, მას ხელში ჩაუვარდა რამდენიმე ბრიტანელი დიპლომატის შეტყობინებები. ერთ-ერთ წერილში სებასტიან ვუდი აღნიშნავს, რომ გერმანიაში მაღალი თანამდებობის პირები კულუარებში ინტერესს გამოხატავენ თურქეთის ანტიტერორისტულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისულ ფორმულირებისადმი. ამავე დროს, ბრიტანელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროცესი გერმანიამ შესაძლოა, ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს.

გამოცემა The Telegraph წერს, რომ თავის მხრივ, თურქეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი, რიჩარდ მური მიიჩნევს, რომ თუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ მოხდება, ერდოღანმა შესაძლოა, მუქარა შეასრულოს და მიგრანტებს ევროპისკენ გზა გაუხსნას.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში The Telegraph-ს განუცხადეს, რომ დიპლომატიური შეტყობინებები არის დიპლომატიური მისიების ანგარიშები და არა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური განცხადებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე