თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 13.06.2016
ნანახია: 1516

14 ივნისს, 19:00 საათზე, შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს, თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დახატული“ უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.  კერძოდ,  ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე