Voice-ის კონკურსანტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:33 | 12.06.2016
ნანახია: 2087

ამერიკული Voice-ის კონკურსანტი, ქრისტინა გრიმი მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას СNN ავრცელებს.

22 წლის მომღერალი ფლორიდაში კონცერტის შემდეგ ფანებს ავტოგრაფებს ურიგებდა, როდესაც მას ესროლეს. თავდამსხმელმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მომღერლის ძმამ მისი შეჩერება სცადა. 

კრისტინა გრიმი ჯგუფ Maroon 5-ის ვოკალისტის ადამ ლევინის გუნდის წევრი იყო. მომღერალმა 2014 წლის Voice-ში მესამე ადგილი დაიკავა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე