გეი-კლუბზე თავდასხმაში მონაწილე შეიარაღებული პირი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:23 | 12.06.2016
ნანახია: 1441

ფლორდის ქალაქ ორლანდოში გეი-კლუბზე თავდასხმაში მონაწილე შეიარაღებული პირი მოკლულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფლორიდის პოლიცია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ “პულსში” შეიარაღებული პირმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:00 საათზე  გახსნა ცეცხლი. ინციდენტის დროს კლუბში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმამდე ორლანდოში 22 წლის ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმი მოკლეს. ახლაგაზრდა მუსიკოსი კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა, როდესაც 26 წლის კევინ ჯეიმს ლოიბლმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის მოტივი უცნობია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე