თორნიკე ყიფიანისა და ჯგუფის „The Mins" კონცერტი თელავში

საქართველო, თბილისი - 13:45 | 12.06.2016
ნანახია: 1672

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. 12 ივნისს, 19:00 საათზე, თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში „ნადიკვარი“ გაიმართება თორნიკე ყიფიანისა და ჯგუფის „The Mins”  კონცერტი.

„Check in Georgia” აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება; პროექტი  მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 3 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი „Maroon 5”. „Check in Georgia“-ს ფარგლებში, 18 ივნისს, ქუთაისში ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე