ნიკა გვარამია: სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ის, რაც არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა

საქართველო, თბილისი - 18:10 | 10.06.2016
ნანახია: 1258

,,რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ის, რაც ასე მოსალოდნელი იყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თავიდანვე და არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მე ველოდი უარესს, არ დავაკონკრეტებ რას, რადგან არ მინდა, რომ დავეხმარო რჩევებით არც თუ ისე გამაღთულ სასამართლოს და ჭკუაგამართულ ქალბატონ წულიკიანს. სასამართლოს დაეპატრონა ხელისუფლება და ის ივანიშვილის დავალებების შემსრულებებია. ის რაც ჩვენ ვნახეთ კატასრტროფა იყო," - აცხადებს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და "რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც "რუსთავი 2"-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე