საფრანგეთი ევრო-2016-ს უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებით ხვდება

საქართველო, თბილისი - 15:34 | 10.06.2016
ნანახია: 1961

პარიზის ხელისუფლებამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებს მიმართა.

პარიზის მერის მოადგილემ ჟან-ფრანსუა მარტენსმა ბი ბი სი-ს განუცხადა, რომ ქალაქში გაზრდილია პოლიციელების რაოდენობა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებები ტარდება.

ეიფელის კოშკთან სადაც განთავსებულია უდიდესი ფან-ზონა, უსაფრთხოების ისეთივე ზომები მოქმედებს, როგორც ეს აეროპორტშია.

დღეს საღამოს სტად-დე-ფრანსის სტადიონზე ევრო-2016 -ის გახსნის ცერემონია გაიმართება.

შემდეგ ჩატარდება საფრანგეთისა და რუმინეთის მატჩი. ჩემპიონატის მატჩებს, რომლებიც საფრანგეთის 10 ქალაქში გაიმართება. 7 მლნ-მდე მაყურებელი დაესწრება.

საფრანგეთში ჩენპიონატის სამზადისი საერთო ეროვნული გაფიცვების ფონზე საფრთხის ქვეშ იყო. სხვადასხვა ქვეყნებიდან საფრანგეთში ჩასულ ფეხბურთის გულშემატკივრებს  მოუწესრიგებელი და დაუსუფთავებელი ქუჩები დახვდათ, რადგან პროფკავშირებს ბლოკირებული ჰქონდათ ნაგვის გატანის სამსახურები და  გადამამუშავებლი ქარხნები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პროფკავშირების ლიდერებს მოუწოდა თავიანთი ქმედებებით ჩემპიონატისთვის ხელი არ შეეშალათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე