ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონს ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 10.06.2016
ნანახია: 1443

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, პირველად, ღია და ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა. "ვესაუბრე ყოფილ სახელმწიფო მდივან კლინტონს და მივულოცე ბრწყინვალე კამპანიის ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს და ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და შევქმნათ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს ხალხს და არა მხოლოდ 1 %-ს. მე მასთან ვარ, არ მგონია, რომ არსებობდეს ვინმე, ვინც ამ თანამდებობისთვის უფრო კვალიფიციურია", - აღნიშნა ობამამ ვიდეომიმართვაში. ამას გარდა, ობამამ კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის მზადყოფნაც გამოთქვა.

აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. დემოკრატიული პარტია კი პრეზიდენტობის კანდიდატს პარტიულ ყრილობაზე, ივლისში დაასახელებს.ჰილარი კლინტონმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის საჭირო მინიმალური, 2383 დელეგატის მხარდაჭერა, უკვე დააგროვა. ამ ეტაპზე მას 2755 დელეგატის ხმა აქვს. მის კონკურენტ ბერნი სანდერსს კი - 1852.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე