მედია: ”ისლამური სახელმწიფოს” მეთაური დაჭრილია

საქართველო, თბილისი - 13:50 | 10.06.2016
ნანახია: 1420

 

”ისლამური სახელმწიფოს” მეთაური აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირია-ერაყის საზღვარზე დაბომბვისას დაიჭრა. არაბული მედიის ცნობით, მასთან ერთად დაჭრილები არიან დაჯგუფების სხვა ლიდერებიც.


თუმცა ”როიტერი” იუწყება, რომ საერთაშორისო კოალიცია ალ-ბაღდადის დაჭრის ფატს ვერ ადასტურებს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ”ისლამურ სახელმწიფოს” 2014 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. ამ დროის განმავლობაში ”ისლამურმა სახელმწიფომ” დაპყრობილ ტერიტორიებზე ფეხი მყარად მოიკიდა და დაჯგუფების შემადგენლობამ სხვადასხვა მონაცემით 50-200 ათასს მებრძოლს მიაღწია.

ინფორმაცია ალ-ბაღდადის დაჭრის შესახებ პირველად არ გავრცელებულა. გასული წლის მარტში მედია იუწყებოდა, რომ ის ერაყი-სირიის საზღვარზე მძიმედ დაიჭრა და რაქის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ცნობილი გახდა რომ ალ-ბაღდადი ლიბიაში გადავიდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე