ნადეჟდა სავჩენკო დასავლეთს: გააჩერეთ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან, ვიდრე ის პოლონეთისა და გერმანიის საზღვრებს მიადგება

საქართველო, თბილისი - 12:58 | 10.06.2016
ნანახია: 1393

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ დასავლეთს მოუწოდა გააჩეროს რუსეთი უკრაინის საზღვრებთან და აღკევთოს მისი შემდეგომი გადაადგილება ევროპისკენ. შესაბამისი განცხადება სავჩენკომ ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან ინტერვიუში გააკეთა.

”ამან შესაძლოა უხერხულობა შეუქმნას ევროპასა და ამერიკას გარკვეული დროით. მაგრამ მათ უნდა შეიგნონ, რომ თუ კი ისინი რუსეთს არ გააჩერებენ უკრაინის საზღვრებთან, შემდეგში ის პოლონეთის ან გერმანიის საზღვრებს მიადგება”, - აღნიშნა სავჩენკომ.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ და რუსეთს აჩვენონ, რომ ადრე თუ გვიან მის თავხედობასა და მადას ბოლო მოეღება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე