სტამბულის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”თავისუფალი ქურთისტანის შევარდნებმა” აიღეს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 10.06.2016
ნანახია: 1392

ქურთთა რადიკალურმა დაჯგუფებამ ”თავისუფალი ქურთისტანის შევარდნები” სტამბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

როგორც დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცახდეს, თურქეთი ტურისტებისთვის უსაფრთხო აღარ არის, თუმცა ისინი ”თავისუფალი ქურთისტანის შევარდნების” სამიზნეები არ არიან.
7 ივნისს სტამბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქებისას 11 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის 6 პოლიციელი და 5 სამოქალაქო პირი იყო. აფეთქება ქალაქის ევროპულ ნაწილში სპეცრაზმის სამსახურეობრივ ავტობუსთან და საზოგადოებრივი ტარნსპორტის გაჩერებასთან ახლოს მოხდა. თურქული მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე