საფრანგეთში მეტეოროლოგებმა საფრთხის ”ნარინჯისფერი” დონე გამოაცხადეს

საქართველო, თბილისი - 10:24 | 10.06.2016
ნანახია: 1420

ფრანგმა მეტეოროლოგებმა გადაუღებელი წვიმების გამო კოტ-დარმორის, ფინისტერისა და მორბიანის დეპარტამენტებში საფრთხის ”ნარინჯისფერი” დონე გამოაცხდეს.

Meteo France-ის ცნობით,  ზოგიერთ ადგილებში ნალექი ინტენსიური იქნება, ხანდახან შესაძლებელია სეტყვაც. მეტეოროლოგები მოსახლეობას ურჩევენ გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში გადაუღებელმა წვიმებმა მასშტაბური წყალიდობა გამოიწვია. პარიზში მდინარე სენას წყლის დონემ უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში რეკორდულ დონეს მიაღწია და 6 მეტრს გდააჭრბა.

წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვრეპლა, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე