მაკა ჩიჩუამ ბრიუსელში ბავშვთა სპეციალიზებული ცენტრი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 10.06.2016
ნანახია: 1481

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრიუსელში ვიზიტისას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სპეციალიზებულ ცენტრს„ლა კლერიეს" ეწვია.

პირველ ლედის ცენტრის გენერალურმა მდივანმა ვენსან სტანიერმა უმასპინძლა. შეხვედრისას მაკა ჩიჩუა სასწავლებლის სპეციფიკითა დაიმ მეთოდებით დაინტერესდა, რომლებითაც ცენტრში სწავლება მიმდინარეობს.

ცენტრში ფუნქციონირებს სკოლა და ხელოვნების ცენტრი, სადაც სპეციალურად მომზადებული, სამასზე მეტი პედაგოგია დაკავებული, რათა ბავშვებს საჭირო  დახმარება გაუწიონ.

„ეს საოცრად შთამბეჭდავი ადგილია, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას უწევს ბავშვებს. ამ ცენტრში მშობლებს მოჰყავთ ბავშვები დამთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით, რომელიც ხელს უწყობს მათ განვითარებას.

ცენტრის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს სავარჯიშო მოედანი და საცურაო აუზი, სადაც ბავშვები ფიზიკურ მომზადებას გადიან, რაცასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვის.

ეს არის სრულფასოვნად აღჭურვილი ძალიან კარგი სკოლა, რომელსაც  98 % -ით სახელმწიფო აფინანსებს",-აღნიშნა პირველმა ლედიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ლედიმ სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და ცეტრის ხელმძღვანელს სამახსოვრო საჩუქარიგადასცა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე