სასამართლომ მამაკაცს ნება დართო ყოფილ ცოლს ალიმენტი პიცის სახით გადაუხადოს

საქართველო, თბილისი - 20:15 | 09.06.2016
ნანახია: 1730

იტალიის სასამართლომ მამაკაცს ნება დართო ყოფილ ცოლს ალიმენტი პიცის სახით გადაუხადოს, რადგან მას ფულის გადახდა არ შეუძლია.

ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ პადუის სიახლოვეს, პატარა სოფელში მცხოვრები 50 წლის პიცის მცხობელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო საქმეში, რომელშიც მას ყოფილი ცოლი ბავშვებისათვის ალიმენტის გადახდას ედავებოდა.

ნიკოლა ტოძო და ნიკოლეტა ძუინი 2002 წელს გაიყარნენ; მათ ქალიშვილი ჰყავთ.

სასამართლომ დაადგინა, რომ განქორწინების ხელშეკრულების თანახმად, მამაკაცი პირნათლად იხდიდა ყოველთვიურ ალიმენტს 400 ევროს ოდენობით.

თუმცა, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ბატონ ტოძოს ალიმენტის გადახდა უჭირდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ მას კიდევ სამი სხვა შვილი ჰყავდა შესანახი.

2008-2010 წლებში, მან ყოფილ მეუღლეს ფულის სანაცვლოდ ალიმენტის გადახდა მისი რესტორნის პიცით, კალცონეთი და სხვა საკვებით შესთავაზა.  ამ მომენტისათვის, მათი გალიშვილი 12 წლის იყო.

როგორც The Telegraph-ი წერს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლისათვის მიწოდებული პიცა და სხვა პროდუქტები ზუსტად იგივე ღრებულების იყო, რაც მას ფულის სახით უნდა გადაეხადა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე