რუსმა ოკუპანტებმა 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 19:20 | 09.06.2016
ნანახია: 2298

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი დააკავეს.

მჭედლიშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს აძოვებდა. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და მისი აყვანა ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. მომხდარის შესახებ საქმის კურსშია შსს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე