ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური ჯილდო ხელოვნების სასახლეს

საქართველო, თბილისი - 18:40 | 09.06.2016
ნანახია: 1691

ხელოვნების სასახლეს, როგორც ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საუკეთესო რესტავრირებულ ისტორიულ ძეგლს, ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

10 ივნისს, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას და მუზეუმის თანამშრომლებს „ევროპა ნოსტრას“ „განსაკუთრებული აღიარების“ ჯილდოს მოპოვებას მიულოცავს.

ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ს კულტურის ატაშე საქართველოში დამიან ვემფლერი, „ევროპა ნოსტრა საქართველოს’’ წარმომადგენელი მაკა დვალიშვილი, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი  ინგა ქარაია, ასევე, მუზეუმისა და სამინისტროს თანამშრომლები და სასახლის აღდგენის პროცესში ჩართული პირები.

აღსანიშნავია, რომ „ევროპა ნოსტრას“  განსაკუთრებული აღიარება ევროკავშირის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ ითვლება.

ყოველწლიური კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში იმართება. ხელოვნების სასახლის ინტერიერის, კედლის მხატვრობის რესტავრაციის ხარისხის, სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშის კონსერვაციის დონის შეფასებისა და დეტალური ანგარიშის განხილვის შემდეგ, „ევროპა ნოსტრამ“ საქართველოს ხელოვნების სასახლეს ჟიურის სპეციალური ჯილდო მიანიჭა, რომელიც მუზეუმის დელეგაციას მადრიდში გადაეცა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე