ივანიშვილი: ნიკა გვარამია ხომ არის სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონი

საქართველო, თბილისი - 15:31 | 09.06.2016
ნანახია: 1245

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არაადეკვატურს უწოდებს ბრალდებას, რომ მის ინტერესებში შედის ,,რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები.

,,ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ შეჩვეულია წლების განმავლობაში, რომ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება. ასე გრძელდება ახლაც და ამაში საოცრება არაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც პარტიამ, ძველებმაც და ახლებმაც, კეთილი უნდა ინებონ და პატივი სცენ კანონმდებლობას. ახლა რაღაც კანონი არ მოსწონთ და აირჩიეს ახალი აქცია, სასამართლოს საჯაროდ ტელევიზიით განიხილავენ და ამით მის განადგურებას ცდილობენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალიტის რეპლიკას, რომ ამ საკითხზე ნიკა გვარამია საუბრობს, ბიძინა ივანიშვილი კითხვით პასუხობს.

„გვარამია ხომ არის სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონი. „იმედის“ დარბევის დროს, როცა ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ გართხმული, სწორედ ნიკა გვარამია იყო პროკურორის მოადგილე. დღეს გახდა გვარამია ჭეშმარიტების ბოლო სიმბოლო“, - აცხადებს ივანიშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე