საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 09.06.2016
ნანახია: 1565

სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა  საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე პეტიცია შეადგინეს, რომელიც ვებგვერდ  change.org-ზე გამოქვეყნდა. პეტიციის ავტორი იურისტი დავით კლდიაშვილია. პეტიციის ხელმომწერები 2016 წლის 10 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურებიან და ევროკავშირის ქვეყნებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.  

პეტიციის დასრულებისთვის 100 ხელმოწერაა საჭირო. 

 „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყანებში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს და ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტს. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების თვალსდაზრისით, რომელიც 2016 წლის  8 ოქტომბერს  გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ვალდებულებენი სრულად შეასრულა",-ნათქვამია პეტიციაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს:

  1. მხედველობაში მიიღონ ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ, რომელიც ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს მოამზადა და რეკომენდაციები, რომელიც საქართველოსთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებას გულისხმობს.
  2. მორიგი შეხვედრისთვის აღარ შეაფერხონ  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი.
  3. საქართველოს საქმის განხილვა ინდივიდუალური საკითხის გათვალისწინებით მოხდეს, რადგან საქართველომ დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნები და ვალდებულებები. ამასთან, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ რუსეთის „მსუბუქი ძალა“ იზრდება.
  4. გადაწყვეტილების მიღების პროცესი სავზიო რეჟიმის ლიერალიზაციის პროცესის სამოქმედო გეგმის მიხედვით მოხდეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე