ლაგოდეხსა და სარფში მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 09.06.2016
ნანახია: 1540

6 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს. კანონის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი 7 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ საკონტროლო ზონაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი  პრეპარატები (APRANAX PLUS) საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეს, ა.გ-ს  შემოჰქონდა.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისად შსს ლაგოდეხის რაიონულ სამართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცათ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე