ბაღდადში ორმაგ ტერაქტს 25 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 09.06.2016
ნანახია: 1416

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა ბაღდადში ორმაგი ტერაქტისას. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ბაზასთან განახორციელა. მეორე ტერაქტი კი ერაყის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.  

გაეროს მისის მონაცემებით, ერაყში აფეთქებებსა და სხვა ძალადობებს მაისში 870 ადამიანი ემსხვერპლა, 1450-ზე მეტი კი დაშავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე