ტერორისტებმა თელ-ავივის ცენტრში ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სამი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:36 | 09.06.2016
ნანახია: 1378

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა თელ-ავივის ცენტრში მომხდარი სროლისას.

როგორც Jerusalem Post-ი იტყობინება, ინციდენტი გუშინ გვიან მოხდა სასურსათო  ბაზრის ”სარონის” რაიონში, რომელიც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის შენობების მოპირდაპირედ მდებარეობს. აღნიშნული რაიონი პოპულარულია ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ამ ადგილზე უამრავი კაფე და რესტორანია განთავსებული.

ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია, მძიმეა კიდევ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

სამართლადამცველებმა ერთი ტერორისტი მოკლეს, ორი კი დააკავეს. პოლიციელთა თქმით, თავადამსხმელებს ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების ტანსაცმელი ეცვათ.  

თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე