ქინძმარაულის ქუჩაზე 44 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 09.06.2016
ნანახია: 1327

მეზობლებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა თბილისში. შემთხვევა  ქინძმარაულის ქუჩაზე მოხდა.  44 წლის მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილე ორივე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე