პირველად საქართველოში ვითიბი ბანკი მოხმარებელს მაღალტექნოლოგიურ გადახდების სისტემას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 13:28 | 09.10.2015
ნანახია: 2013

ვითიბი ბანკი კომპანია VISA international-თან ერთად, მოხმარებელს გადახდის ახალ მაღალტექნოლოგიურ აპლიკაციას - Mobile Pay სთავაზობს. Mobile Pay პირველი უკონტაქტო გადახდების აპლიკაციაა საქართველოში.

დღეიდან სასურველი ნივთის ან მომსახურების შესაძენად აღარ დაგჭირდებათ საფულე, საბანკო ბარათი ან სტიკერი. Mobile Pay -ს მეშვეობით მარტივად, მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებით შეძლებთ სასურველი ნივთის შეძენას.

Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აწარმოოს უკონტაქტო გადახდები, ვითიბი ბანკის ნებისმიერი ბარათით. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი ბარათით სურს გადახდა. ამასთან ერთად, ვითიბი ბანკის კლიენტებისთვის აპლიკაციით სარგებლობა და გადახდები არის უფასო.

Mobile Pay -ით გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც VISA payWave (უკონტაქტო) გადახდების ტერმინალებია განთავსებული. აპლიკაცია აღჭურვილია უსაფრთხოების მაღალი დონით, რაც გამორიცხავს თაღლითური ოპერაციებს. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ კავშირის გარეშეც.

Mobile Pay უკვე ხელმისაწვდომია Google Play Store -ში. გადახდის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია, ანდროიდის 4.4 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემის და NFC მხარდაჭერის მქონე სმარტფონით.

აპლიკაცია, პლატფორმა და გადაწყვეტა შემუშავებულია კომპანია PriNum -ის მიერ. მომწოდებელია კომპანია UkrPay.  

 

„მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკმა საქართველოში პირველმა დანერგა მობილური გადახდების აღნიშნული სისტემა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო პროექტში მონაწილე ყველა პარტნიორს და კომპანიებს VISA, UFC, Tieto, UkrPay, PriNum. მინდა ავღნიშნო, რომ ერთობლივი, მნიშვნელოვანი და წარმატებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, პირველად საქართველოში დანერგილიყო NFC სისტემა. Mobile Pay არის მაღალტექნოლოგიური უნაღდო ანგარიშსწორების აპლიკაცია, რომელიც საბანკო სერვისების და თანამედროვე მობილური ტექნოლოგიების სინთეზს წარმოადგენს. NFC სისტემაზე დაფუძნებული გადახდები მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი. საქართველოში ის მხოლოდ ვითიბი ბანკის მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. Mobile Pay -ის გამოყენებით ნებისმიერ გადახდა გაცილებით კომფორტული და მარტივი ხდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ’, აღნიშნა ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.

“საქართველო წარმოადგენს „ცეააა“ (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის) რეგიონის ერთ–ერთ ლიდერს, უკონტაქტო გადახდების ათვისებაში. ვიზა payWave გადახდის სისტემის მოხერხებულობა და სისწრაფე, იქცა მომხმარებლისთვის ბუნებრივ არჩევანად. რადგან მან ერთნაირად გააუმჯობესა გადახდების გამოცდილება, როგორც ვიზას ბარათის მფლობელებისთვის, ისე საცალო მოვაჭრეებისთვის”, განაცხადა ვიზას კავკასიის რეგიონალურმა მენეჯერმა, ირინა ქამხაძემ.

“მობილური ტელეფონი იქცა ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად, ხოლო ვიზას გადახდები ახალ შესაძლებლობებს უქმნის ბანკებს, დანერგონ ინოვაციები, მობილური მოწყობილობებისა და საგადახდო ინსტრუმენტების შერწყმით, რაც ნაღდი ფულის ჩანაცვლებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული გადახდების გაზრდასა და ამგვარად, გზას გაუხსნის მობილური კომერციის კიდევ უფრო სწრაფ ათვისებას, ვიზას ბარათის მფლობელების უფრო მოსახერხებელი და ჩართული ვაჭრობის გამოცდილებისთვის”.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე