პოლიციამ ურეკში "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 18:16 | 08.06.2016
ნანახია: 1547

პოლიციამ ურეკში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დააკავა.  შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ვლადიმერ მენაბდე ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. 

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, გადამღები ჯგუფი ურეკში, ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფებოდა, რომლის თანახმადაც ადგილზე გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით კი მომხდარის მიზეზი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა გახდა. 

მოქალაქეები გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი კურიერის ჟურნალისტი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე