თურქეთში ქართული სახალხო ზეიმი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 08.06.2016
ნანახია: 1485

თურქეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბურსას გემლიქის რაიონის სოფ. ჰაიდარიეს ეროვნულ პარკში ჩატარდა რიგით მე-4 ტრადიციულქართული სახალხო ზეიმი", რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიება თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი კოპლატაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ელჩმა საელჩოს სახელით ზეიმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ქართული ანბანი, ქართული კალენდარი, CD ქართული ენისშესახებ, ქართულ-თურქული დროშებით გაფორმებული სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო სიგელები გადასცა.
ოფიციალური
ნაწილის შემდგომ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს . სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ცეკვისანსამბლმა კავკასიის მთები", . ინეგოლის და ორჰანგაზის ბავშვთა ცეკვის ანსამბლებმა.
ღონისძიების ფარგლებში, სტამბოლის
, ინეგოლის, საქარიას, დუზჯეს, ანკარისა და სხვა რეგიონის ქართულ სათვისტომოებს წარმოდგენილი ჰქონდათკუთხე საქართველოს დროშებითა და ქართული წარწერებით.
თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას
თურქეთის პარლამენტის ბურსას დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ისმაილ აიდინი,მხარის გუბერნატორიგემლიქის მერი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვისდეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში, სოფო წკრიალაშვილი, ქართული კულტურისა და სხვადაინტერესებული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ
ქართულ სახალხო ზეიმს" 3000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე