პაატა ბურჭულაძის ოფისი გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 16:04 | 08.06.2016
ნანახია: 2613

დღეს, „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისი პარტიის წევრებს გაქურდული დახვდათ. პარტიის მდივნის გვანცა იობიძის განცხადებით, დაკარგულია სამუშაო კომპიუტერი, რომელიც მას ეკუთვნოდა.

მისივე თქმით, სამუშაო კომპიუტერი მან გუშინ საღამოს პარტიის ოფისში დატოვა, თუმცა დილით აღარ დახვდა.

პარტიამ უკვე მიმართა სამართალდამცველებს და მოითხოვენ გამოძიებას.      





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე