მსოფლიოში ძალადობის ყველაზე მაღალი დონე დაფიქისრდა - ცხოვრებისთვის საშიშ ქვეყნად კი სირია დასახელდა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 08.06.2016
ნანახია: 1457

გასულ წელს შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა რაოდენობა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა, ლტოლვილთა რაოდენობამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. შესაბამის დასკვნებს Global Peace Index -ი კვლევის შედეგად აკეთებს.

ძალადობის მკვეთრი ზრდა პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში მიმიდნარე კონფლიქტებმა გამოიწვია. კვლევის მიხედვით ცხოვრებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოიყურება: სირია, სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სომალი.

Global Peace Index-ის მონაცემებით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობამ გასულ წელს ასევე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ტერაქტების უმეტესობა ხუთ ქვეყანაში მოხდა: სირიაში, ერაყში, ნიგერიაში, ავღანეთსა და პაკისტანში.

ევროპა პლანეტაზე ყველაზე მშვიდობიან რეგიონად რჩება, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კვლევისას გათვალისწინებული იყო 23 ფაქტორი, მათ შორის როგორც შიდა - მაგალითად ქვეყანაში ძალადობისა და სხვა დანაშაულის დონე, ასევე საგარეო - მათ შორის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან და სამხედრო ხარჯების მაჩვენებელი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე