ავღანეთში თალიბებმა ავტობუსის 30-მდე მგზავრი მძევლად აიყვანეს

საქართველო, თბილისი - 10:52 | 08.06.2016
ნანახია: 1568

რადიკალური მოძრაობა ”თალიბანის” მებრძოლებმა კუნდუზის პროვინციაში ავტობუსის სულ მცირე 30 მგზავრი მძევლად აიყვანეს.

სააგენტო Khaama-ს ინფორმაციით, გატაცებული მგზავრების ზუსტი რაოდენობა უცნობია.  

ეს თალიბების მგზავრებზე თავდასხმის პირველი შემთხევა არ არის. გასულ კვირას მებრძოლები ოთხ ავტობუსს დაესხნენ თავს და 200-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს. მოლაპარაკებების შედეგად მგზავრების უმეტესობა გაათვისუფლეს, თუმცა თავდასხმისას 17 ადამიანი მაინც დაიღუპა.

ავღანეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარება ძალიან დაძაბულია, ”თალიბანი” დიდ ქალაქებზე მსხვილმაშტაბიან შეტევებს ახორციელებს. ავღანეთის ტერიტორიაზე ასევე გაზრდილია ”ისლამური სახელმწიფოს” გავლენაც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე