თბილისის მერის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 18:35 | 07.06.2016
ნანახია: 1429

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურსა და გამგეობებში მეორე დღეა ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით,თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ათეულობით განცხადება შემოდის.

თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე