უიღბლო მძარცველები McDonald's-ში სპეცრაზმელებს გადაეყარნენ

საქართველო, თბილისი - 14:22 | 07.06.2016
ნანახია: 1480

საფრანგეთში უცნობი პირები  გაძარცვის მიზნით McDonald's-ის სწორედ იმ სწრაფი კვების რესტორანში შევიდნენ, სადაც სპეცრაზმელები ვახშმობდნენ.

France Bleu-ს მონაცემებით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში შევიდა და დირექტორს სალაროს გახსნა მოსთხოვა. ერთ-ერთ მძარცველს სანადირო თოფი ჰქონდა, სიადანც გასროლა მოახდინა.

თუმცა ძარცვის დროს რესტორანში ათამდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეცრაზმელი იმყოფებოდა. მათ მსხვერპლის აცილების მიზნით მძარცველებს რესტორნიდან გაქცევის საშუალება მისცეს, გაეკიდნენ და ქუჩაში დააკავეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე