ქართველი და იტალიელი ბიზნესმენები შესაძლოა ბიზნეს-ფორუმებზე შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 17:34 | 21.09.2015
ნანახია: 2151

 

21 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, განსაკუთრებით, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ბიზნეს-ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე საქართველოსა და იტალიაში, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიების საშუალება მიეცემათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე