სერიულ მკვლელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

საქართველო, თბილისი - 13:08 | 07.06.2016
ნანახია: 1447

63 წლის ლოს-ანჯელესელ ყოფილ მეეზოვეს, რომელიც სერიულ მკვლელობებში იყო ბრალდებული, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

სასამართლომ ლონი დევიდ ფრანკლინი ცხრა ქალისა და 15 წლის გოგონას მკვლელობაში დაადანაშაულა. მსხვერპლთა უმეტესობა აფროამერიკელი იყო.

პირველი მკვლელობა ფრანკლინმა 1985 წელს ჩაიდინა. მისი პირველი მსხვერპლები ნარკოდამოკიდებულები იყვნენ. მკვლელობისთვის ფრანკლინი ან ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა, ან ახრჩობდა მათ.

1988 წელს ფრანკლინის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც მან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ გააუპატიურა და მოძრავი ავტომობილიდან გადააგდო, ცოცხალი გადარჩა. ამ ინციდენტის შემდეგ ფრანკლინს 14 წლის განმავლობაში დანაშაული აღარ ჩაუდენია.

სერიული მკვლელი ბოლო, 2007 წელს, ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას დააკავეს. მსხვერპლის სხეულზე აღმოაჩიენს დნმ-ის კვალი, რომელიც ფრანკლინის, პატიმრობაში მყოფი, ვაჟის დნმ-ის მსგავსი იყო.

ამის შემდეგ დაიგეგმა ოპერაცია ფრანკლინის გენეტიკური მასალის მისაღებად. პიცერიის თანამშრომლის ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელი წვეულების დროს მკვლელს ემსახურებოდა. მკვლელის მიერ გამოყენებულ ჭურჭელზე დატოვებული დნმ სამართალდამცვლებს დაეხმარა მტკიცებულებების მოპოვებაში. სასიკვდილო განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე