სტამბოლში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის 7 პოლიციელია

საქართველო, თბილისი - 12:34 | 07.06.2016
ნანახია: 1501

11 ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა სტამბოლში ავტობუსების გაჩერებასთან მომხდარი აფეთქებისას. ქალაქის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთაგან 7 პოლიციელია.

”აფეთქებისას პოლიციის შვიდი თანამშრომელი და ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 36 ადამიანი დაიჭრა, სამი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, - განუცხადა გუბერნატორმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ძლიერი აფეთქების ხმა სტამბოლის ცენტრში  გამთენიისას გაისმა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ქუჩაში პოლიციის სპეცრაზმის ავტომობილი გადაადგილდებოდა. აფეთქების შემდეგ სროლის ხმაც ისმოდა. ქალაქში გადაკეტილია ქუჩები და შეწყვეტილია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე