საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 09.10.2015
ნანახია: 1946

საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი და 8 არასრულწლოვანია.

 როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, ქვეყნის პირევლმა პირმა შეწყალების მორიგ აქტს ხელი დღეს მოაწერა და შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.

 მისივე ინფორმაციით, შეწყალებული მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად ნარკოტიეკბის მოხმარებასა და შეძენა-შენახვას უკავშირდება- "ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა და ჩვენ სულ 910 მსჯავრდებულის განაცხადი განვიხილეთ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე