შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 07.06.2016
ნანახია: 1351

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბესიკ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე