თბილისში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 07.06.2016
ნანახია: 1323

თბილისში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე