რუსთავი 2-ის პროცესი დღეს განახლდება

საქართველო, თბილისი - 09:46 | 07.06.2016
ნანახია: 1390

დღეს, 7 ივნისს, სააპელაციო სასამართლოში 10:00 საათზე რუსთავი 2-ის პროცესი განახლდება.

სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას იხილავს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.  

წინა პროცესზე რუსთავი 2-ის ადვოკატებს ნათია გუჯაბიძის აცილებასა და პროცესზე გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვებასთან დაკავშირებით შუამდგომლობების დაყენება სურდათ, რის უფლებაც მოსამართლეთა კოლეგიამ მათ არ მისცა. კამათის პროცესში სასამართლო დარბაზიდან ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი გააძევეს ტელეკომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ასევე დააჯარიმეს ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე.კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის განცხადებით, ადვოკატები სასამართლოს არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას.

გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს, ტელეარხის მფლობელების გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ კი ამაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ რუსთავი 2-ის მხარეს უკვე მოუსმინა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე